ჩინეთში 11 ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

ჩინეთის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 11 ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, 52 წლის გაო ჩენ იუნმა აღიარა მკვლელობები, რომლებიც მან 1988 – 2002 წლებში ჩაიდინა. ჩენ იუნი, ძირითადად, წითელ კაბებში გამოწყობილ ქალებს და გოგოებს კლავდა. ის მათ სახლამდე აცილებდა და შემდეგ ხოცავდა, ხოლო ცხედარს ანაწევრებდა. ერთ-ერთი მსხვერპლი მხოლოდ 8 წლის იყო. მკვლელის დადგენა დნმ ექსპერტიზის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები