თურქულმა ავიაციამ სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 25 წევრი მოკლა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 25 წევრი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის საჰაერო ძალებმა ქურთი „ბოევიკები“ დაბომბეს, რომლებმაც თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე შეტევა განახორციელეს.
თურქული ძალები ჩრდილოეთ სირიაში სირიის ოპოზიციურ ძალებს ეხმარებიან. ანკარაში აცხადებენ, რომ სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრის ხაზზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ სირიიდან თურქეთის ტერიტორიას რეგულარულად ბომბავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები