კიევში რუსი ჟურნალისტი გარდაცვლილი იპოვეს

კიევში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი საკუთარი სახლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიცია ავრცელებს.
მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში აქვს მიყენებული. პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე ტყვიის გილზა, პისტოლეტი და სიკვდილის წინ დაწერილი წერილი იპოვეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ჟურნალისტი შაბათს საღამოსა გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე სამართალდამცველი იძიებენ, თუ რა გარემოებაში გარდაიცვალა ჟურნალისტი. პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს. ერთ-ერთი გამოცემის ინფორმაციით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შეტინინმა თავის მეგობარს ელექტრონული წერილი გაუგზავნა,სადაც სუიციდზე საუბრობდა.
ალექსანდრ შეტინინი 1962 წელს დაიბადა. ის ბოლო რამდენიმე წელი კიევში ცხოვრობდა და ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები