მსოფლიოში პირველად მონაზონმა იმშობიარა

   იტალიურმა გაზეთმა “Corriere Della Sera”-მა გამოქვეყნა ფოტოები დედაო როქსანა როდრიგესისა, რომელიც ერთი წლის წინ მონაზვნად აღიკვეცა და ამ დღეებში შვილი გააჩინა. როგორც თავად იტალიელმა მონაზონმა განაცხადა, მან არ იცოდა, რომ ორსულად იყო, სანამ ტკივილებით არ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მონაზონს ეგონა, რომ კუჭის ტკივილმა შეაწუხა, მას კი მშობიარობა დაეწყო.
ამ საიდუმლოდ მოცული ისტორიის შედეგად ვაჟი დაიბადა. მონაზონმა მას რომის პაპის პატივსაცემად ფრანცისკე დაარქვა. ახალგაზრდა დედა არ ახმოვანებს ბავშვის მამის სახელს, რადგან არ უნდა მისი გარევა სკანდალურ ისტორიაში. მონაზვნის სულიერმა მამამ განაცხადა, რომ ბავშვის მამა მონაზვნის პირველი სიყვარულია. მონაზონი ბოდიშს უხდის სასულიერო პირებს, რადგან მან ვერ გაუძლო ცდუნებას, მაგრამ თავს დამნაშავედ არ გრძნობს. მან განაცხადა, რომ ვერ დაბრუნდება მშობლიურ ქალაქში, რადგან ხალხი მას განკიცხავს. მას მონასტერის დატოვებაც მოუწევს, თუმცა, პირველ ეტაპზე ქალბატონს და მის შვილს მონაზვნები დაეხმარებიან, მაგრამ მონასტერში მათი ყოფნა დიდხანს მაინც  ვერ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები