მოლდავეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშალეს

მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაარბია. ანტისამთავრობო აქცია მოლდავეთის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მოლდავეთის პრეზიდენტის ნიკოლაე ტიმოფტის და მთავრობის წევრთა მიმართ ყვიროდნენ „ქურდებო!“ და“სირცხვილი!“. აქციის მონაწილეთა ნაწილმა სამხედრო აღლუმის დროს პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები