იემენში მომხდარი შეტაკებებისას 56 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა იემენში სახელისუფლო ძალებსა და ხუსიტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ჰაჯაჰის პროვინციაში 20 ხუსიტი საუდის არაბეთის ავიაციის დაბომბვას ემსხვერპლა. კიდევ ოცი ხუსიტი სახელისუფლო ძალებთან ტაიზის პროვინციაში შეტაკებების შედეგად დაიღუპა.
ასევე საბრძოლო მოქმედებების შედეგად სამთავრობო ძალების 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
გარდა ამისა, შეტაკებები ჯაუფის პროვინციაშიც მოხდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.
ცნობისთვის, იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები