აზერბაიჯანელი სამხედროები აცხადებენ, რომ სომხური მხარის უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისმა სამხედროებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო სადაზვერვო აპარატი ჩამოაგდეს. შესაბამისი ფოტოები აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების საიტზეა განთავსებული.
ოფიციალური ბაქო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები