ბერლინში გერმანიის მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ბერლინში გერმანიის მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ მემარჯვენე რადიკალებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქტივისტები ბრანდენბურგის კარიბჭესთან შეიკრიბნენ და მასში 50-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.
როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, „გერმანიაში გერმანელები მალე უმცირესობად გადაიქცევიან“. მათ ხელისუფლებისგან „ისლამიზაციის“ წინააღმდეგ ზომების მიღება მოითხოვეს. ერთ -ერთ პლაკატს ეწერა: „საიმედო საზღვარი – საიმედო მომავალია“.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ბრანდენბურგის კარიბჭეზე ავიდა. პოლიციის მისვლის შემდეგ ისინი ძირს ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა შემოწმების შემდეგ გაუშვეს.
14137948_10206674206485441_1439944165_n                                                          14111921_10206674206525442_2065972952_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები