თეთნულდზე 4 საბაგიროს მშენებლობის პროცესს დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 4 საბაგიროს მშენებლობის პროცესს პირველი ვიცე-პრემიერი გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილი თეთნულდზე სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
საბაგიროებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას “კავკასუს როუდ პროჯექტი ” და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ თეთნულდის უწყვეტი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო გზების საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრს აღწევს, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. არსებული გეგმის მიხედვით, 2016 წლისთვის თეთნულდის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრამდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები