თალიბებმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მდებარე რაიონი დაიკავეს – დაიღუპა და დაიჭრა ათობით ადამიანი

ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ავღანეთში, პაკისტანის სიახლოვეს მდებარე ჯანი კხელის რაიონში მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებსა“ და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად. თალიბებმა შეტევა პარასკევს დაიწყეს და რაიონი მძიმე ბრძოლების შემდეგ დაიკავეს.
დაღუპულების და დაშავებულების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ავღანური გამოცემა „ფაჯვაკის“ ინფორმაციით სამთავრობო ძალებმა 50, ხოლო „ბოევიკებმა“ 200 ადამიანი დაკარგეს.
ავღანეთის ხელისუფლება 30 დაღუპული სამხედროს შესახებ იუწყება.
ჯანი კხელზე შეტევაში 1200 „ბოევიკი“ მონაწილეობდა. სამთავრობო ძალებმა მეზობელ რაიონში დაიხიეს და ამჟამად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ოპერაციას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები