იაპონია აფრიკაში 30 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს

იაპონია სამი წლის განმავლობაში აფრიკაში 30 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, ამაში სახელმწიფო სექტორის და კერძო სტრუქტურების მიერ გამოყოფილი თანხები შედის. როგორც ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, თანხები გამოიყოფა ინფრასტრუქტურული პროექტების, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის.
„როიტერის“ ინფორმაციით, იაპონია, რომელიც ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა არ არის, უკვე დიდი ხანია აფრიკასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით არის დაინტერესებული. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2011 წლის შემდეგ, როდესაც მიწისძვრის და ცუნამის შედეგად ფუკუშიმას ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის გამო იაპონიის რამდენიმე ატომური სადგური გაჩერდა.
აბეს განცხადებით, იაპონიის ინვესტირება აფრიკის ეკონომიკაში აფრიკის განვითარების ბანკის მეშვეობით მოხდება.
მანამდე, 2013 წელს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, იაპონია აფრიკის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 5 წლის განმავლობაში 32 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. ამ თანხის 67% დანიშნულების ადგილას უკვე მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები