აშშ-ში “ზიკას” ვირუსით დაავადდა ქალი, რომელსაც ინფიცირებულ მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა

აშშ-ის მერილენდის შტატში “ზიკას” ვირუსით ქალი დაავადდა, რომელსაც ინფიცირებულ მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა. ამასთანავე სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მამაკაცს ციებ-ცხელების არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. ამის მიუხედავად დაავადება სექსის შემდეგ ქალს გადაეცა.
მერილენდის შტატის მკვიდრი ქალი, რომლის სახელი არ საჯაროვდება, “ზიკას” ვირუსით ივნისში დაავადდა. საქმის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ის არ იმყოფებოდა რაიონებში, სადაც “ზიკას” ეპიდემია მძვინვარებს, არამედ დომინიკელთა რესპუბლიკიდან ჩამოსულ მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა. მამაკაცს არც აშშ-დან გამგზავრებამდე, არც შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ “ზიკას” ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.
ამასთან დაკავშირებით აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი მოსახლეობას “ზიკას” ვირუსის გავრცელების რაიონებში ჩასვლის დროს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ურჩევს, ასევე სიფრთხილის გამოჩენას იმ პირებთან კონტაქტის დროს. რომლებიც ამ რეგიონებიდან დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები