ბათუმში 25 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა მინდია კახიძემ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება 112-დან გუშინ, ღამე 11:00 საათისთვის შევიდა, თუმცა იმის გამო, რომ პიროვნება ვერ იპოვეს, მათი გასვლა ადგილზე საჭირო არ გახდა.
როგორც „კვირას“ თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან არსებულ რესტორან „სან რემოსთან“ მოხდა. მათი ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდამ რესტორნის ტერიტორიაზე ჩაყვინთა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები