იტალიის ხელისუფლებამ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაშავდა.
დაშავებულთა დასახმარებლად იტალიის მთავრობამ 50 მილიონი ევრო გამოყო.
იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში დამატებითი თანხები გამოიყოფა.
მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში უკვე მეორე დღეა სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მათ განმეორებითი ბიძგები ართულებს. 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ ნაწილში 24 აგვისტოს ღამით მოხდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ პერუჯასთან მდებარეობდა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა. აქ შენობების ნახევარი მთლიანად დაინგრა, ხოლო დანარჩენი სახლები საცხოვრებლად უვარგისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები