ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2857 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2976 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0119 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5817 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5915 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა.
დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აქუციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები