ასტრონომებმა მზის სისტემის მახლობლად სიცოცხლისთვის გამოსადეგი პლანეტა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მზის სისტემის მახლობლად პლანეტა „პროქსიმა ბ“ აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, საცხოვრებლად გამოსადეგი იყოს.
პლანეტამდე ჩასვლა მომავალი კოსმოსური ექსპედიციების დროს იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, პლანეტა დაახლოებით დედამიწის ზომის არის და მისგან მხოლოდ 4 შუქის წელიწადით არის დაშორებული.
„პროქსიმა ბ“ „პროქსიმა ცენტავრის“ ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ეს ვარსკვლავი „ალფა ცენტავრის“ სისტემაში შედის და ის „წითელი ჯუჯების“ კლასს მიეკუთვნება. პლანეტა ვარსკვლავის ე.წ. ბანადრობის ზონაში მდებარეობს. მასზე ისეთი ტემპერატურაა, რომ შესაძლოა, იყოს წყალი, ხოლო ჰავა – საცხოვრებლად გამოსადეგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები