დამასკომ თურქეთი სირიის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა

სირიის ხელისუფლებამ თურქული მხარე ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. ასე შეაფასა დამასკომ თურქული ჯარის მიერ ქალაქ ჯერაბლუსში ოპერაციის დაწყება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სირიის სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნებისმიერმა მხარემ ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლა სირიის მთავრობასთან შეთანხმებით უნდა აწარმოოს. დამასკო ანკარა იმაში ადანაშაულებს, რომ ის „ერთი ტიპის ტერორიზმს მეორეთი ცვლის“. სირია მოუწოდებს თურქეთს ქვეყნიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტებისგან სირიის ქალაქ ჯერაბლუსის გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. ჯერაბლუსს 2013 წლიდან „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები