„კოსმოსური კოცნა“ – ვენერა და იუპიტერი შაბათს ერთმანეთს მიუახლოვდებიან

პლანეტები ვენერა და იუპიტერი, რომლებიც ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტები არიან, შაბათს ერთმანეთს მიუახლოვდებიან. ასტრონომები ამბობენ, რომ გარკვეულ პერიოდში ორი პლანეტა თითქოს ერთ ობიექტად გადაიქცევა. ეს ძალზე იშვიათი მოვლენაა და 2065 წელს განმეორდება. ორი კოსმოსური ობიექტის მიახლოების ნახვა ცის დასავლეთ ნაწილში, მზის ჩასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ არის შესაძლებელი. მზის სისტემის პლანეტები ცაზე ერთმანეთს საკმაოდ ხშირად უახლოვდებიან, მაგრამ ვენერისა და იუპიტერის ორბიტები ისეთია, რომ მათი „კოსმოსური კოცნა“ ძალზე იშვიათი მოვლენაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები