ჯო ბაიდენი თურქეთში ჩაფრინდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩაფრინდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თავდაპირველად ბაიდენი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ისმაილ კახრამანს შეხვდება. შემდეგ ბაიდენი თურქეთის პარლამენტის შენობას დაათვალიერებს, რომელიც 15 ივლისის სამხედრო ამბოხების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამის შემდეგ ბაიდენი თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდება – მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი პრესკონფერენცია გაიმართება.
დღესვე ბაიდენს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდება. ბაიდენი და ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის კომპლექსში შეხვედრას დახურულ კარს მიღმა გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები