გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ მოსკოვის ბიუროს ჰაკერები თავს დაესხნენ

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ მოსკოვის ბიუროს ჰაკერები თავს დაესხნენ. ჯერჯერობით უცნობია, შეძლეს თუ არა ჰაკერებმა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, „ნიუ-იორკ თაიმსის“ გარდა, ჰაკერები კიდევ რამდენიმე გამოცემის სერვერს თავს დაესხნენ. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჰაკერები, სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვაზე მუშაობენ. საქმეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს. „სი-ენ-ენი“ იუწყება, რომ ამერიკელი ჟურნალისტების ელექტრონული ფოსტების გატეხვის მცდელობა აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ და ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული შეტევის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები