თინა ხიდაშელი: ახლანდელ წინასაარჩევნო ვითარებასთან ახლოსაც კი ვერ მივა ის ვითარება, რაც სხვა არჩევნების დროს არსებობდა

საქართველოში ახლა არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასთან ახლოსაც კი ვერ მივა ის ვითარება, რაც სხვა არჩევნების დროს არსებობდა, – ამის შესახებ ”უსუფაშვილი – რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლოა გამოყენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველაფერზე, მართალია, თუ არ არის მართალი, ისაუბრო. ოპოზიციაში ყოფნა ნიშავს, არგუმენტირებულად დაამტკიცო, რომ შენ უფრო უკეთეს გზას სთავაზობ ქვეყანას, ვიდრე ის , არის იმ მომენტისთვის ხელისუფლებაში“,-აღნიშნა ხიდაშელმა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, წელს პრინციპულად განსხვავებული არჩევნები ტარდება.
„შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება პრემიერ-მინისტრის და არა პარტიის თავმჯდომარის ჩართულობით. ის ერთი და იგივე ადამიანია, მაგრამ ის მოქმედებს პრემიერის რანგში და არა როგორც პარტიის თავმჯდომარე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს ახლოსაც კი ვერ მივა იმასთან, რაც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში უნახავს. ამ თვალსაზრისით შემიძლია, გითხრათ, რომ წელს პრინციპულად განსხვავებული არჩენვები ტარდება. არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ ეს არის დასაშვებ ზღვარზე“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები