პრემიერმა ტერორისტული აქტის აღკვეთისთვის სუს-ს და ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტერორისტული აქტის აღკვეთისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ძალინ მნიშვნელოვანი იყო, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის სიმშვიდე.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტული აქტის აღკვეთის საკითხს. მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ვახტანგ გომელაურს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ძალიან სერიოზული სამუშაო გასწია და ძალიან სერიოზული საფრთხე აღკვეთეს. ვფიქრობთ, რომ ასეთი გამოწვევების პირობებში ასეთი სერიოზული მუშაობა აუცილებელი იქნება მომავალშიც, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ რეგიონში უამრავი გამოწვევაა. ასე რომ, მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის მშვიდი ძილი“, – გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები