კახიანი “უბლოკო სტატუსის” საკითხზე: მეც და ჩემს გუნდსაც მიგვაჩნია, რომ ეს არის მოღალატეობრივი პოზიცია

ვასრულებ ჩემს მოვალეობას და ვიწვევ სხდომებს, თუმცა მეც და ჩემს გუნდსაც მიგვაჩნია, რომ ეს არის მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა. ამით კახიანი „უბლოკო სტატუსის“ მინიჭების თაობაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივას გამოეხმაურა.
„ვასრულებ ჩემს მოვალეობას და ვიწვევ სხდომებს, თუმცა მეც და ჩემს გუნდსაც მიგვაჩნია, რომ ეს არის მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს არის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სპეკულაცია და ამ ბლოკის პოლიტიკური ტრიუკი. შესაძლოა, პარლამენტში 3-4 წარმომადგენელი იყოს, ვინც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს”, – განაცხადა კახიანმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „უბლოკო სტატუსის“ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე დღეს უნდა იმსჯელოს. აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინაც უნდა ემსჯელათ, თუმცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები