ბრიტანელმა ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში იშვიათი სუპერვარსკვლავი აღმოაჩინეს

დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩვენს გალაქტიკაში, მოლეკულარული ღრუბლის, G11.92-0.61-ის შიგნით ახალი, უზარმაზარი ვარსკვლავი აღმოაჩინეს.
მისი მასა მზეს 30-ჯერ აღემატება და ის დედამიწიდან 11 ათასი შუქის წლით არის დაშორებული.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ახალი ვარსკვლავი მტვრის და გაზის მასით არის გარშემორტყმული, რომელიც მზის მასას რამდენჯერმე აღემატება.
ვარსკვლავი თანდათანობით ამ მასას შთანთქავს. ასტრონომები ამბობენ, რომ ამ ვარსკვლავის მსგავსად მილიარდობით წლის წინ მზის ფორმირებაც მოხდა. უახლოეს მომავალში მეცნიერები სპეციალური რადიოტელესკოპით აპირებენ დადგენას, აქვს თუ არა ამ ვარსკვლავს პლანეტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები