თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს

“უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თინა ხიდაშელს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სავალდებულო გაწვევის შესახებ ერთსა და იგივე ინფორმაციას აწვდის.
შტაბის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თინა ხიდაშელს არ მოუღია გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ და, შესაბამისად, გაწვევა გრძელდება ჩვეულებრივი წესით.
როგორც შტაბში განმარტავენ, თინათინ ხიდაშელის მიერ თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია.
თინათინ ხიდაშელი განაგრძობს შეხვედრებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, პრაქტიკულად ყველა სოფელში, შეხვედრების დროს მოსახლეობა გვაწვდის ერთსა და იმავე ინფორმაციას სავალდებულო გაწვევის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თინა ხიდაშელს არ მოუღია გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ და, შესაბამისად, გაწვევა გრძელდება ჩვეულებრივი წესით. სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაძლია საბჭოური მანკიერი ტრადიციები, მსგავსი მეთოდებით მოქმედებს და ებრძვის ოპონენტებს. ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თინათინ ხიდაშელის მიერ თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია.
ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია და, შესაბამისად, ყოველგვარი ქმედება შეიარაღებულ ძალებში ახალგაზრდების გაწვევის თაობაზე უკანონოა. ამასობაში, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივას არ შემოურთდნენ შინაგან საქმეთა და სხვა უწყებები და, შესაბამისად, გაწვევა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, შეეხება ყველა სხვა უწყებას, გარდა თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები