ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2788 ლარია. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2814 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5739 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5839 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები