მანანა კობახიძე: ბურჭულაძე-გირჩი-ვაშაძის უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას

ბურჭულაძე-გირჩი-ვაშაძის უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა „2030“-ში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბურჭულაძე დავალებებს სააკაშვილისგან იღებს.
“პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრები “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირს უარყოფენ, რადგან ამ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირება არ აწყობთ. თუმცა, მათი გაერთიანება იმაზე მიანიშნებს, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” პროექტი იყო და ბურჭულაძე-გირჩი-ვაშაძის უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას.
ვფიქრობ, ბურჭულაძე დავალებებს სააკაშვილისგან იღებს. როგორც ჩანს, მათ შორის ძალიან ახლო კავშირებია. მტკიცებულებები დღეს გამოვლინდება თუ ხვალ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ეს ის პროექტია, რომელიც სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ გაითამაშა.
ამომრჩეველი არ უნდა ენდოს ბურჭულაძეს, რომელიც იმ ვანდალიზმის წინააღმდეგ ერთხელაც არ გამოსულა, რაც ქვეყანაში წლების მანძილზე ხდებოდა. როცა ადამიანი ქველმოქმედი ხარ და ჰუმანურ აქციებს ატარებ, უნდა გაღელვებდეს, შენს ქვეყანაში რა ხდება. ძალიან საეჭვოა, როცა ერთხელაც არ გიჩნდება სურვილი, შენი მაღალი საზოგადოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი გააპროტესტო. მერე კი, უცბად შემოდიხარ პოლიტიკაში და რაღაცები ახლა აღარ მოგწონს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები