23 აგვისტო

10:00
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.” ღონისძიებას გახსნის და მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
10:30
“პირველის პრესკლუბში” პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, საარჩევნო გარემო მცხეთაში და პრემიერის განცხადება ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:30
NEW
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ირაკლი აბესაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
11:00
სოფელ ლილოს ცენტრში (სკვერი) “ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნონა თოდუა სოფელ ლილოს მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს. აქციაზე ასამდე ადამიანი სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ, სიმბოლურ ფასად – 6 ლარად მათთვის კუთვნილი მიწების ჩამორთმევას გააპროტესტებს.
11:00
NEW
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს. მის: ონიაშვილის ქ. #37

11:00
NEW
“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: აფხაზეთის მთავრობის მიერ გაფლანგული მილიონები. მის: დ. აღმაშენებლის #150 (პარტიის ცენტრალური ოფისი)
12:00
“თავისუფალი დემოკრატების” ცენტრალურ ოფისში ირაკლი ალასანია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. საკონტაქტო პირი: ინგა სამხარაძე 593 32 99 91
12:00
NEW
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დამფუძნებელი ლიანა ისაკაძე, ფესტივალის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია და ფესტივალის გენერალური მენეჯერი მარიამ დავითაშვილი გაუძღვებიან.
14:00
შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებს შეისწავლიან. ინსპექტირების პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად დააკვირდება. მისამართი: ალ. მრევლიშვილის ქუჩა, ნაძალადევის რ-ნი; (ცოტნე დადიანის ქ. # 132-დან, „ნიკორას“ სათაო ოფისთან ჩასახვევი). საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე 599 120009

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები