„ჩანს, რომ რულოვსი გულწრფელად არაფერს ნანობს, ისევე როგორც მისი მეუღლე“

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს სანდრა რულოვსს პოლიტიკური კარიერა ბოდიშის მოხდით უნდა დაეწყო.
როგორც ცისკარიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთნ“ ინტერვიუში აცხადებს, სანდრა რულოვსი გულწრფელდ არაფერს ნანობს.
„სანდრა რულოვსის განცხადება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეტად აღარ იძალადებს, ძალიან არადამაჯერებელია. ეს შეიძლება გვერწმუნა, თუ ქალბატონი სანდრა ამას იტყოდა 2012 წლის 2 ოქტომბერს, ან მას მერე მოკლე ხანში. ცხადია ჩანს, რომ რულოვსი გულწრფელად არაფერს ნანობს ისევე, როგორც მისი მეუღლე, შესაბამისად, ბოდიშიც არ მოუხდიათ, არადა პოლიტიკურ კარიერაში სწორედ ბოდიშით უნდა დაეწყო ქალბატონ სანდრა რულოვსს. მოკლედ, აშკარაა, რომ მან უბრალოდ გაიმეორა ფრაზა, რაც დაუწერეს, სულ ეს არის“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები