თამარ ჟვანია: საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრებები ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრებები ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული.
ჟვანიას ინფორმაციით, ოლქებში, სადაც პროცესი დასრულდა, არჩეულნი არიან გამოცდილი ადამიანები, მათ, ვისაც წინა რამდენიმე არჩევნები საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ჩატარებული.
„ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა. პროცესი კანონის ფარგლებში მშვიდად მიმდინარეობს. დღესაც მიმდინარეობს არჩევნები რამდენიმე ოლქში. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება, ვისაც უფლებამოსილება გააჩნია.
ჩვენი ინფორმაციით, ოლქებში, სადაც პროცესი დასრულდა, არჩეული არიან გამოცდილი ადამიანები, მათ, ვისაც წინა რამდენიმე არჩევნები საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ჩატარებული. ასევე არჩეულნი არიან საარჩევნო განვითარების სკოლის კურსდამთავრებულები, ახალგაზრდები, შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ პროცესის გამჭვირვალობას და როგორც კი პროცესი დასრულდება, საარჩევნო ადმინისტრაცია გაასაჯაროებს ყველა იმ შედეგს, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შედეგად დადგა“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობის ხარვეზებზე საუბრობს. არასამთავრობოები საუბნო-საარჩევნო კომისიების ასარჩევი წევრების წინასწარი სიების შესაძლო არსებობის შესახებ მიუთითებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები