გიორგი ალიბეგაშვილი: როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები გადაწყვეტენ, მერი მაშინ მოვა

როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები გადაწყვეტენ, უახლოეს მომავალში, მერი მაშინ მოვა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.
მისი თქმთ, ვიდრე თბილისის მერი საკრებულოში მივა, საქმიანი შეხვედრა ექნება ქალაქის ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან, რათა გაარკვიონ, თუ როგორ მიმდინარეობს მოკვლევა ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის ფაქტთან დაკავშირებით.
„თბილისის საკრებულო ყოველთვის მზად არის, ქალაქის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით მოაწყოს და გამართოს საქმიანი შეხვედრები. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ უნდა დაემსგავსოს ე.წ. პოლიტიკურ თემას.
ვფიქრობთ, ვიდრე მერთან გაიმართება შეხვედრა, ჩვენ გვექნება საქმიანი შეხვედრა ქალაქის ეკოლოგიის სამსახურის უფროსთან, რათა მოვისმინოთ, თუ რა ეტაპზეა ძიება და როგორ უნდა განვითარდეს შემდეგ ქალაქის გამწვანების კანონი. ვფიქრობთ, ეს კანონი გასამკაცრებელია. ქალაქის მერია მუშაობს კიდევაც ამ თემაზე. უახლოეს ხანებში ეს კანონი იქნება შემუშავებული და საზოგადოებისათვის ცნობილი“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს 13 -მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ერთობლივად ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლის თანახმადაც თბილისის მერს საკრებულოში 25 აგვისტოს რიგგარეშე ანგარიშით იწვევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები