„ეროვნულმა ფორუმმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა, ეს ადამიანები წლების განმავლობაში იყვნენ აქტიური მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში იღებდნენ მონაწილეობას.
დიდუბის # 15 მაჟორიტარულ ოლქში დიპლომატი შოთა იამანიძე იყრის კენჭს, ნაძალადევის # 17 მაჟორიტარულ ოლქში იურისტი თამარ ციხისელი, გლდანის # 20 მაჟორიტარულ ოლქში პედაგოგი გიული შენგელია, თელავი-ყვარელის # 27 მაჟორიტარულ ოლქში იურისტი გელა გელაშვილი, ქარელის # 40 მაჟორიტარულ ოლქში ჟურნალისტი ნანა ქვრივიშვილი, დმანისი –წავკისი # 34 მაჟორიტარულ ოლქში ეკონომისტი ალექსანდრე ნონიაშვილი, გორის # 41 მაჟორიტარულ ოლქში ეკონომისტი გურამ მჭედლიძე, ფოთის # 61 მაჟორიტარულ ოლქში სამართალმცოდნე ოთარ ხარჩილავა, ისნის # 8 მაჟორიტარულ ოლქში ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები