ნუკრი ქანთარია: ძალიან უზრდელი ბიჭია დეპუტატი კანდელაკი

   უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მან უმცირესობის წევრს გიორგი კანდელაკს „უზრდელი ბიჭი“ უწოდა.
„ძალიან უზრდელი ბიჭია დეპუტატი კანდელაკი, გარკვეული ხანია რაღაც სახელები დაიმახსოვრეს და იმეორებენ ბევრჯერ. ნებისმიერ კანონთან, რაც არ უნდა იყოს, ამ სახელს – „ჰაკიმ ფაშას“ ატრიალებენ. მაშინ ჩვენც იმ სახელებით უნდა მივმართოთ ამათ, რაც ხალხმა შეარქვა, და არა უმცირესობით და “ნაციონალური მოძრაობით“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები