გორთან მომხდარ ავარიას ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლნენ.
“კვირას“ ინფორმაციით, გორის სამხედრო ბაზასთან სატვირთო ავტომობილი შემთხვევის ადგილზე გაჩერებულ “მერსედესის“ მარკის მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი ქალი და ბავშვი ადგილზე გარდაიცვალნენ. დაღუპულია კიდევ ერთი ადამიანი. რაც შეეხება, სატვირთო მანქანის მძღოლს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) .

ფოტო: “2030“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები