ლიბიაში ორი ტერაქტის შედეგად 12 სამხედრო დაიღუპა

ლიბიის ქალაქ სირტში მომხდარი ორი ტერაქტის შედეგად სამთავრობო ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 60 დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ტერაქტები თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. მათ დანაღმული ავტომობილები ააფეთქეს. ლიბიის სამთავრობო ძალები ამჟამად ქალაქ სირტში ოპერაციას ატარებენ. ისინი ეტაპობრივად სირტის ცენტრს უახლოვდებიან. აქამდე ეს ქალაქი ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები