პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა არ იგეგმება

ყირიმში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს. პუტინის თქმით, კიევმა ყირიმში დივერსია იმის გამო მოამზადა, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულება არ სურს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამასთანავე, პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში საღი აზრი გაიმარჯვებს. რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა არ გამორიცხა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ ყირიმში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთა. ამის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები