ნუკრი ქანთარია: მიხეილ სააკაშვილს, საარჩევნოდ ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის
სააკაშვილი პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ოდესიდან მართავს, მაგრამ, მისი საარჩევნო აქტიურობის მიუხედავად, პარლამენტში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს, საარჩევნოდ ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის“,- აღნიშნა ქანთარიამ.
მისვე თქმით, „რადგან საარჩევნოდ ერთი ხმის გაყალბებასაც არავინ შეეცდება“, არსებობს მეორე ტურის გამართვის ალბათობა.
შეგახსენებთ,რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი დაასახელა.