ეკონომიკის სამინისტრო წლის ბოლოს ლარის გამყარებას ელოდება

წლის ბოლოსთვის, ლარის გამყარებას 2.2 -2.25 ნიშნულის ფარგლებში ველოდებით – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას 2.2 -2.25 ნიშნულის ფარგლებში ვარაუდობს. გაგუას თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია.
“ჩვენ ვაკეთებთ პროგნოზებს მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში, რომლის მიხედვითაც ჩვენ ველოდებით წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას, დაახლოებით, 2.2-2.25 ნიშნულის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პროგნოზი, თუმცა მოკლევადიან პროგნოზებთან დაკავშირებით ჩვენ პროგნოზებს არ ვაკეთებთ”, -განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები