პრეზიდენტმა რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა.
შესაბამისი განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.
“2016 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება (N 19/08/01) ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ. განკარგულების თანახმად, არჩევნები გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, განკარგულება კონტრასიგნირებულია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.