მეცნიერებმა „მონსტრი“ ოქროს თევზები აღმოაჩინეს

ჩვეულებრივი აკვარიუმის ოქროს თევზები, რომლებსაც ადამიანები მდინარეში უშვებენ, შეიძლება ძალზე სწრაფად გაიზარდონ და 2 კილოგრამამდე წონასაც კი მიაღწიონ. ამის შესახებ ABC News იუწყება. ასეთ თევზებს, კერძოდ, ბოლო დროს ხშირად პოულობენ ავსტრალიაში. ამ სახეობის თევზები სხვა თევზების ქვირითს აქტიურად ჭამენ, რის გამოც მეცნიერები მათ მსოფლიოში თევზის ერთ-ერთ ყველაზე მავნებელ სახეობას უწოდებენ. გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს უცნაური დაავადებები, რომელიც ოქროს თევზებს გადააქვთ, რაც ადგილობრივი ფაუნისთვის აქამდე უცნობი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები