19 აგვისტო

11:00
“პირველის პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და მათი პარტიის სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანების თაობაზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავირებით, ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას გააცნობს. შეხვედრის ადგილი: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გულუას ქ. N 6

12:00

“პირველის პრესკლუბში” “ჩვენი სამშობლოს” თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი და საბჭოს წევრი ტრისტან წითელაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი უკრაინელი ზონდერები, რომლებიც წინასაარჩევნო დესტაბილიზაციას გეგმავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გია შარვაშიძე კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უზნაძის N52

13:30

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალს შორის სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და „აზერბაიჯანის რკინიგზის” საქართველოს ფილიალის დირექტორი გურბან პირიევი მოაწერენ. მისამართი: აკ. წერეთლის გამზირი 144; (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები