მსოფლიოში ყველაზე გრძელი საჰაერო ხომალდი პირველად აფრინდა (ფოტოკოლაჟი)
მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდი Airlander 10 პირველად აფრინდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, Airlander 10, რომელიც თვითმფრინავის და დირიჟაბლის ჰიბრიდია, ინგლისის კარდინგტონის აეროდრომიდან აფრინდა. მისი სიგრძე 92 მეტრია. საფრენი აპარატი მსოფლიოში ყველაზე დიდ თვითმფრინავზე, „მრიაზე“ რვა მეტრით გრძელია.
თვითმფრინავი-დირიჟაბლი 20 ტონას იწონის. მისი შემქმნელების განცხადებით, Airlander-ს 6 კილომეტრის სიმაღლეზე 148 კმ/სთ-ის სიჩქარით ფრენა შეუძლია. როგორც კომპანია Hybrid Air Vehicles-ში აცხადებენ, Airlander 10 მრავალფუნქციური ტრანსპორტია. ის შეიძლება გამოიყენებოდეს დაზვერვისთვის, ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, ასევე მგზავრების გადასაყვანად.