პეტერბურგში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორი „ბოევიკი“ მოკლეს

სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორი „ბოევიკი“ მოკლეს და სამი დააკავეს. ოპერაცია რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჩაატარა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სპეცოპერაცია ლენინის გამზირზე, ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში ჩატარდა.
ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში სროლისა და აფეთქებების ხმები ისმოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უშიშროების წარმომადგენლებმა „ბოევიკების“ ბინიდან რკინის კანისტრები და პლასტიკური კონტეინერები გამოიტანეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული და განადგურებული „ბოევიკები“ ჩრდილოეთ კავკასიიდან იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები