ისრაელი თურქეთს კომპენსაციის სახით 20 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის

ისრაელი თურქეთს 6 წლის წინ „თავისუფლების ფლოტილიასთან“ დაკავშირებით მომხდარი ინციდენტისთვის კომპენსაციის სახით 20 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ გამოცემა Yeni Şafak-ი იუწყება.
როგორც გამოცემას თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაქმა განუცხადა, ეს თანხა 25 დღის განმავლობაში იქნება გადახდილი. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ისრაელი თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ანკარის ყველა პირობას დათანხმდა. პრემიერის თქმით, თურქეთის შუამავლობით ღაზას სექტორის ბლოკადა მოიხსნება.
„თავისუფლების ფლოტილიასთან“ დაკავშირებით ინციდენტი 2010 წლის მაისში მოხდა. თურქული გემები ღაზას სექტორის ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ. ისრაელის სპეცრაზმთან შეტაკების დროს 10 თურქი აქტივისტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები