iPhone 7-ის და iPhone 7 Plus-ის გაყიდვა 23 სექტემბერს დაიწყება
გამოცემა AppleInsider-ის ინფორმაციით, კომპანია „ეფლის“ ახალი პროდუქცია, სმარტფონები iPhone 7-ის და iPhone 7 Plus-ის მაღაზიებში 23 სექტემბრიდან გაიყიდება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი სმარტფონები არა მარტო აშშ-ში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გაიყიდება, რომლებიც ე.წ. პირველ ტალღაში მოხვდებიან.
iPhone 7-ს და iPhone 7 Plus-ს ახალი დიზაინი ექნებათ. ისინი იგივე ზომის დისპლეებს შეინარჩუნებენ, მაგრამ უფრო სწრაფი პროცესორით, A10-ით და ახალი კამერებით აღიჭურვება. iPhone 7-ს 4.7- ინჩიანი Full HD-ის ფორმატის დისპლეი იქნება, ხოლო iPhone 7 Plus-ს 5.5-ინჩიანი QHD-ის ფორმატის დისპლეი. არცერთ სმარტფონს ყურსასმენის 3,5- მილიმეტრიანი შესაერთებელი აღარ ექნება.