რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად სირიაში 54 ადამიანი დაიღუპა

რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად სირიაში 54 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ალეპოს სამხრეთ ნაწილში ავიაიერიშის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ასევე დაიბომბა ტარიკ ალ-ბაბი, სახური და მეშხედი, რომელსაც 27 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მრავალი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ქალაქ დეირ-ეზ-ზორში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ქალები და ბავშვები. ალეპოში ამჟამად სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები