თურქეთში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დიარბაკირის პროვინციაში სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.
თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა. დაჭრილია 45 ადამიანი., მათ შორის პოლიციის თანამშრომლები და სამოქალაქო პირები არიან.
ცნობისთვის, 2015 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც თურქეთის სამთავრობო ძალებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის კონფლიქტი განახლდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში თითქმის 8 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები