აშშ-მ გუანტანამოს ციხის 15 პატიმარი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს გადასცა

აშშ-მ გუანტანამოს ციხიდან 15 პატიმარი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს გადასცა. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება. ახლა გუანტანამოს ციხეში 61 პატიმარი რჩება.
გუანტანამოს ციხე, რომელიც კუბაზე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარეობს, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეიქმნა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის გუანტანამოს ციხეს საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე დახურავს. თუმცა ამას კონგრესი ეწინააღმდეგება, სადაც „რესპუბლიკურ პარტიას“ უმრავლესობა ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები