ერაყში, ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება – ლიკვიდირებულია 14 ტერორისტი

ერაყში საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ 14 ტერორისტი. ავიაიერიში ქალაქ მოსულის მახლობლად განხორციელდა. ამჟამად ერაყის ჯარი ქალაქის გათავისუფლების ოპერაციას ატარებს. ცოცხალი ძალის გარდა, განადგურებულია ბოევიკების ინფრასტრუქტურა, მათ შორის შტაბ-ბინა.
ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წლის 10 ივნისს დაიკავა. ერაყის თავდაცვის სამინისტრომ ხუთი თვის წინ ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები