კალიფორნიაში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

კალიფორნიაში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კლეიტონის ტერიტორიაზეა, სადაც მოსახლეობის ნაწილისა და „წმინდა ელენას სახელობის“ საავადმყოფოს თანამშრომელთა და პაციენტთა ევაკუაცია უკვე განხორხიელდა.
პაციენტები „ლეიქსაიდის“ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტყის ხანძრის შედეგად განადგურდა ათობით ჰექტარი მიწის ფართობი, დაიწვა 20 -მდე შენობა-ნაგებობა.
კალიფორნიის ტყის მასივში ხანძარი, რომელიც სავარაუდოდ, მაღალი ტემპერატურითაა გამოწვეული, უკვე რამდენიმე კვირაა მძვინვარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები